|
2017-08-08 15:43:51, 874 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გახსნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ვარკეთილში, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა ეკლესიის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა. ქვაჯვარი, სადაც მეომრების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა აკურთხა. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ეკლესიაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა, მათი გმირობის ისტორია გაიხსენა, ოჯახებს გმირი შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. მემორიალის გახსნას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)