06:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 14:11:53, 2514 ნახვა

საზოგადოება
მიუნხენში საქართველოს საკონსულო წარმომადგენელი ეყოლება

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორ მიწაზე - ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს  კონსული მოემსახურება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,  საკონსულო წარმომადგენელი  მიუნხენში, საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონსულო დაწესებულებაში  განთავსდება და ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგში მცხოვრებ თანამოქალაქეებს  გაუწევს საკონსულო მომსახურებას.

უწყების ინფორმაციით,  აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო უწყებამ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების  რაოდენობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო.

 ახლად დანიშნული კონსული, საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ პირადად გააცნო საქართველოს საპატიო კონსულს კლაუს ჰიპსა და მიუნხენში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს ლერი დათაშვილს.

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics