|
2017-08-01 17:19:22, 2159 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა გლდანის „სითი მოლში“ საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის მორიგი მაგალითი - გლდანის „სითი მოლში" დღეს საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა გახსნა. , სავაჭრო ცენტრში ინტეგრირებული საზოგადოებრივი ცენტრი პირველად, თეა წულუკიანის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში 2016 წელს გაიხსნა. ამჯერად, საზოგადოებრივი ცენტრის ინტეგრირება და სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სახელმწიფო და კერძო სერვისების გაცემა გლდანში მოხდება, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კერძო სექტორი აღიარებს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სახელმწიფო სერვისების მიწოდების იდეის ნოვატორულობასა და წარმატებას. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანაა. საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, გლდანის რაიონი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დასახლებაა, სადაც დღეისათვის 164 423 ადამიანია რეგისტრირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა დიდ სავაჭრო ცენტრში გადაწყდა, რათა მოსახლეობამ საკუთარ რაიონშივე შეძლოს სახელმწიფო სერვისების მიღება. გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში, კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად მიიღებს: პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (პირადობის მოწმობა, პასპორტი), დაარეგისტრირებს ქონებას, მიიღებს ბიოგრაფიულ ცნობებს არქივიდან და სხვა სერვისებს. საზოგადოებრივ ცენტრში ასევე განთავსებულია „მაგთისა" და „ლიბერთი ბანკის" ოფისებიც. გლდანის მცხოვრებლებს 1 აგვისტოდან შეუძლიათ, მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო და იუსტიციის სახლში ვიზიტის გარეშე, ადგილზევე ისარგებლონ საზოგადოებრივი ცენტრის მრავალფეროვანი სერვისებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ფუნქციონირებს 45 საზოგადოებრივი ცენტრი. წელს კიდევ რამდენიმე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)