14:03 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 17:05:42, 2543 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: აშშ და ჩვენი მოკავშირეები საქართველოს უსაფრთხოებაზე დიდ აქცენტს აკეთებენ

„გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მანა აღნიშნა, ამერიკელი მრჩევლები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს.

„“ღირსეული პარტნიორის” წვრთნები თავს უყრის ერთად საქართველოს და მრავალი სხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს. ეს აძლევს საქართველოს საშუალებას, თავი დაიცვას მომავალში, აძლევს საშუალებას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ეფექტიანი მონაწილე გახდეს. გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ამერიკელი მრჩევლები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ, ასევე წვლილი შეიტანონ არსებითი პაკეტის რეალიზაციაში და საქართველო კიდევ უფრო დააახლოვონ ქვეყნის მიზანს, ნატო-ში წევრობას”, - განაცხადა მაიკ პენსმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ყველაზე წარმატებული წევრი სამხედრო ალიანსისა.

”საქართველომ ბევრს მიაღწია, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში. საქართველო ფაქტიურად ლიდერია ნატოს სხვა ქვეყნებთან შედარებით იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის. ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებს ვარწმუნებ, რომ თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი თავის დაპირებიდან გამომდინარე, რომ ამერიკული არმია უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში, ამას ყოველ დღე აკეთებს. ის, რომ ეს ძალა ყოველ დღე უნდა გაძლიერდეს, ყოველდღიური მუშაობა მიდის. თავდაცვაში ყველაზე დიდი ხარჯები უნდა ჩაიდოს ახლა, მას შემდეგ რაც ცივი ომი დასრულდა ”, - განაცხადა მაიმ პენსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics