12:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 14:18:31, 2468 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო ყოველდღიურად აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზთან

„საქართველო ყოველდღიურ აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამერიკის გზავნილი „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, ყველაფრის მთქმელია.

„გზავნილი - „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, ყველაფრის მთქმელია. მოგეხსენებათ, საქართველო ყოველდღიურ აწყდება პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდერიზაციას, გატაცებებს, იმ ხალხის უფლებების ხელყოფას, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს. ამას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ეს ასევე გვმატებს ძალას, ერთგულებას მიზნებისა, რომლებიც საკუთარ თავს დავუსახეთ - ნატო-სთან ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც გახლავთ აქ საქართველოში. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ამ ძალზე რთულ გზას მივუყვებით, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას, ინსტიტუციურ მშენებლობას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics