12:09 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 11:16:17, 2584 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: პოროშენკოს ვიზიტი და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესებია

„ღრმად მწამს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესებია",- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტის კითხვას - „უკავშირდება თუ არა პეტრო პოროშენკოს ვიზიტს მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა“.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პროცესები დროის მცირე ინტერვალში მოხდა და უბრალოდ დამთხვევაა.

"მე ღრმად მწამს რომ ეს ორი პროცესი, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის  მოქალაქეობის  ჩამორთმევა, დამოუკიდებელი პროცესებია და არ არის ერთმანეთთან კავშირში. თუ ეს დროის მცირე ინტერვალში მოხდა, მჯერა რომ დამთხვევაა. საკუთრივ ექსტრადირების საკითხი, ეს არ არის პოლიტიკური თემა. მიუხედავად ამისა, ბევრი ცდილობს რომ პოლიტიკური სარჩული შესძინოს. ეს არის იურიდიული საკითხი და მჯერა რომ იურისტები შესანიშნავად გაერკვევიან",- აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics