01:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 17:58:29, 2201 ნახვა

საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები ირღვევა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის  დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები დაცულია.

კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური  მონაცემები დაუცველია. თბილისში თითქმის მესამედი (27% საშუალოდ, 36%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად შრომის უფლებები ირღვევა, ხოლო ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში ეროვნული/ეთნიკური (57%) და რელიგიური (57%) უმცირესობების უფლებები ირღვევა.

ეს შედეგები გამოავლინა ევროკავშირისა (EU) და გაეროს პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიზანი იყო საქართველოში მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების მიმართ.

 „ადამიანის უფლებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ქვაკუთხედია. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვის თანმიმდევრული პოლიტიკისა და ეფექტური მექანიზმების შემუშავებაში. ჩვენ ასევე  მხარს ვუჭერთ  ღია მსჯელობას სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან“,-განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა რენსენტ რეიმ.

კვლევა „საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“  ეყრდნობა 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან.

კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანია „ეი-სი-თი“ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე, ევროკავშირის შემდეგეი პროგრამების ფარგლებში - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და „მართლმსაჯულება ყველასათვის“.

კვლევის წარდგენას მთავრობისა და პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics