12:09 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 13:54:24, 2711 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: არასეკულარული სახელმწიფოები ევროკავშირის წევრები მაინც არიან

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუგებარია, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირში არიან ქვეყნები, სადაც  სეკულარიზმის პრინციპი არაა განმტკიცებული და არასეკულარული სახელწმიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები.

 რაც შეეხება საქართველოს, პარლამენტის სპიკერი განმარტავს, რომ საქართველო  მოქმედი კონსტიტუციით სეკულარული სახელმწიფოა და  სახელმწიფოსა და  ეკლესიის ურთიერთობა სათანადოდ მოწესრიგებულია:

„საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც არის სათანადოდ მოწესრიგებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები, შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან  ეს გაუგებარია“,-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics