|
2017-07-25 19:03:54, 2052 ნახვა
საზოგადოება
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, უფასო ტრენინგები ყაზბეგის იუსტიციის სახლში ჩატარდება
იუსტიციის სამინისტროს ტრენინგები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გრძელდება. 26 ივლისს, 14:00 საათზე სწავლება ყაზბეგის იუსტიციის სახლში გაიმართება. სლოგანით „იმოქმედე!" იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც მის ფარგლებში ტარდება. სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა. კამპანიის მიზანი საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაა იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონთა პროექტი განსაზღვრავს. ტრენინგების შედეგად მოქალაქეებს ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლთ; ეს კი მათ საშუალებას მისცემთ, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით. სპეციალურად მომზადებული პროგრამით ტრენინგის მონაწილეები იღებენ ზოგად ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებასა და საზოგადობაზე; გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს გაუღრმავდება ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროს მსხვერპლს და როგორ ამოიცნოს ძალადობის ესა თუ ის ფორმა. უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას შემდეგ მისამართზე: http://tcj.gov.ge/ka/news/378//. თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 დარეგისტრირებული პირი. მთლიანობაში, 6 თვის განმავლობაში, ტრენინგები 74 ჯგუფისთვის ჩატარდება თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ჯამში სწავლებას 2500 პირი გაივლის.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)