11:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 18:17:19, 2599 ნახვა

სამართალი
ურბნისის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში, წარსულში განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი ო.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ურბნისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ო.მ.- ს პირადი უთანხმოების მოტივით ურთიერთშელაპარაკება მოუხდა დ.კ.-სთან, რა დროსაც დ.კ.- მ მას სცემა.

„აღნიშნულით განაწყენებული ო.მ. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, სახლიდან დანა აიღო და შურისძიების მოტივით, დ.კ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით უკან დაბრუნდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს დანით გულმკერდის, მუცლის, ზურგისა და ყელის არეში  მრავლობითი  ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ო.მ. 3 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics