14:28 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 11:00:22, 2580 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: 6 თვის შედეგების მიხედვით, წლის ბოლოს 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით

6 თვის შედეგების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით პოზიტიური შედეგები გვაქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4.5%-ი შეადგინა. იანვარში მშპ-ს ზრდა იყო  5.2%, თებერვალში - 4.4%, მარტში - 5.3% აპრილში 2.1%, მაისში - 5.3% 

„აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში  დასაქმებულა რაოდენობამ 605 ათასი შეადგინა. (ზრდა გასულ წელთან შედარებით 4,7%-ი) გამოშვებამ 7,5 მლრდ ლარი, ხოლო ზრდამ 16.1%  შეადგინა, საწარმოთა ბრუნვა 15,2 მლრდ ლარი - 19.1%-იანი ზრდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics