|
2017-07-18 18:14:03, 2360 ნახვა
საზოგადოება
პეტერბურგის მახლობლად, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის, ხუტუ მიმინოშვილის ნეშტი აღმოაჩინეს
რუსეთში, პეტერბურგის მახლობლად, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის - ხუტუ ნიკოლოზის ძე მიმინოშვილის ნეშტი აღმოაჩინეს. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 13 მეომრის ნეშტიდან ერთ-ერთს ჯიბეში კოვზი აღმოაჩნდა წარწერით „ხუტუ“ და სწორედ აღნიშნულმა განაპირობა ვინაობის დადგენა. ქართველ მეომარს კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე 23 ივლისს დაკრძალავენ. „აბაშის რაიონის კომისარიატის მიერ ხუტუ მიმინოშვილი გაწვეულ იქნა 1939 წელს. ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და ფინეთის ომში. 1919 წელს დაბადებული ჯარისკაცის კვალი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე 1941 წლის აგვისტოში იკარგება. 2016 წელს ორგანიზაციამ „საძიებო რაზმი - ჩრდილო საზღვარი“ ქალაქ პეტერბურგის შემოგარენში აღმოაჩინა 13 მეომრის ნეშტი. მათგან ერთ-ერთს ჯიბეში ჰქონდა კოვზი წარწერით - ხუტუ. საარქივო მასალების გამოყენებით დადგინდა კოვზის მფლობელი მეომრის ვინაობა და ორგანიზაციის წევრები დაუკავშირდნენ ხუტუ მიმინოშვილის ოჯახის წევრებს ზუგდიდსა და აბაშაში. ნეშტი ხუტუ მიმინოშვილის ძმისშვილმა იოსებ მიმინოშვილმა გადმოასვენა საქართველოში. ქართველ მეომარს საპატიო ყარაულით და ზალპით, კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე, 23 ივლისს დაკრძალავენ დისა და ძმის გვერდით“, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)