19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 11:41:36, 2380 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ბუკიამ სართიჭალაში სარწყავი არხები დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს  „საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, სართიჭალაში  სარწყავი არხები  დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და რწყვის სეზონის მიმდინარეობა განიხილეს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ბუკიამ ადგილობრივ მოსახლეობას  ინფორმაცია მიაწოდა  რეგიონალური შტაბების შექმნასა და ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან  დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს  რწყვის პროცესთან  დაკავშირებული   ნებისმიერი ტიპის საკითხის მოგვარება.  

 ქვემო ქართლის რეგიონში 2012 წლიდან განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255  ჰექტრამდეა გაზრდილი.  

ცხელი ხაზის ნომერია: 15 01 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics