19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-16 11:21:34, 2156 ნახვა

საზოგადოება
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს

დღეს, 12:30 საათზე, სკოლა-ლიცეუმ „სხივში“   ევროპარლამენტარისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის  რებეკა ჰარმსის პრეს-კონფერენცია გაიმართება.  

ღონისძიებას  მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოჯახის წევრები, არასამთავრობო სექტორი, ჩაბუქის კოლეგები, თემაზე მომუშავე ადვოკატები და ჟურნალისტები დაესწრებიან. 

„მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით, თურქეთში ექსტრადაცია ემუქრება. აღნიშნული პიროვნება მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად წლების განმავლობაში. ამ ეტაპზე მისი და მისი ოჯახის მოთხოვნა თავშესაფრის შესახებ უარყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ. მე ინტერესით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ ეს თემა იქნება.“- ნათქვამია რებეკა ჰარმსის ოფიციალურ  წერილში.

 აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის წევრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი რებეკა ჰარმსის ვიზიტი საქართველოში 12 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. 

იგი  ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერეციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობას იღებდა. 
 ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარმა  შეხვდები გამართა  მინისტრებთან, და პარლამენტის წევრებთან.  

დღეს იგი ასევე შეხვდება ლეილა მუსტაფაევას,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, და ჟურნალისტებს. 

ევროპარლამენტარის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესაძლო ექსტრადირება თურქეთში.

  თემის პარარელურად მისი ვიზიტის განმავლობაში განხილული იქნება ისეთი ახლო საკითხები როგორიცაა: უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, მედია თავისუფლება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი რებეკა გეგმავს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მონახულებას საპატიმროში.

 ევროპარლამენტარი ასევე შეხვდება თუბა ჩაბუქს. 

დაგეგმილი ღონისძიების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი  თბილისს დატოვებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics