19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-15 10:41:16, 2242 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ ბათუმის ბულვარში განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი დაათვალიერა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ბათუმის ბულვარში, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით განთავსებული, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი დაათვალიერა და მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე მიმდინარე სკრინინგის პროცესს დაესწრო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ეკიპაჟი და მოძრავი ამბულატორია, შესაბამისი აღჭურვილობით, დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება. ადგილზე მედპერსონალი დამსვენებელს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს, საჭიროების შემთხვევაში კი, პაციენტის ჰოსპიტალიზაციას იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს. მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდება. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს.

მოძრავი ამბულატორია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე განთავსდება. გადაუდებელი დახმარებისა და სკრინინგის პუნქტი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე წელია სეზონურად ფუნქციონირებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics