08:54 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 11:34:30, 2536 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: გამოწვევების მიუხედავად, მჯერა, ჩვენი ხალხის ოცნება, ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ახდება

„ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭიროება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ ევროპულმა პროექტმა ბევრ ისტორიულ ქარტეხილს, გამოწვევასა და სირთულეს გაუძლო და უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვითარდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და  მათ შორის საქართველოში, კონფლიქტების დეესკალაციასა და ახალი კონფლიქტების პრევენციას. მართალია, საქართველოში ამჟამად არ გვაქვს კონფლიქტების ე.წ. ცხელი ფაზა, თუმცა გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი იტყოდა -მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არ არსებობა“, -აღნიშნა  ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დემოკრატიის გზაზე ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ  საქართველოში მიმდინარე  მცოცავი ოკუპაციაზე ისაუბრა.

 „ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ასეულათასობით მოქალაქეს ეზღუდება ფუნდამენტური უფლება, არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში.

გამოწვევების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ეს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics