06:11 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 16:15:27, 2692 ნახვა

სამართალი საზოგადოება
„ფრესკო“ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

კომპანია „ფრესკო“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის წარმოებისათვის 2000 ლარით დააჯარიმა. 

როგორც აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ოთარ ჩახუნაშვილმა აღნიშნა, კომპანიას გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება დაავალა.

"ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებდა ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში. მაშინ, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში პირდაპირ წერია: "ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება“, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შპს "ფრესკო შოპინგ ცენტრის" მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ განაცხადეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics