07:45 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 14:48:28, 2613 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის უკან დაბრუნება გამორიცხულია. 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები შემოდგომაზე, მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღება. 

"ამის პროცედურული და სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს და ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება კონსულტაციები გვქონდეს. ამისთვის შეგვიძლია, სხვადახვა მექანიზმები გამოვიყენოთ. ეს ტექნიკური დეტალები, მთავარია კონსენსუსის შედგეს. საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში, ერთნაირი მიდგომა და პოზიცია გვაქვს. ჩვენ ოპოზიციის წინადადებებს ველოდებით, რომელიც შეიძლება სხვადასხვა საკითხს შეეხებოდეს. თითოეულ ამ საკითხს ყურადღებით მივუდგებით. მათ შორის შეიძლება ყველა საკითხი მოვიაზროთ, რომელიც შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებებში იყოს ასახული. სუფთა ფურცლიდან მზად ვართ, რომ კონსულტაციები დავიწყოთ. გარკვეული საკითხებია, რომლებიც მმართველ გუნდში კონსენსუსის საფუძველი იყო. ბუნებრივია, ეს საკითხები გადასინჯვის საგანი ვერ გახდება. ანუ, ის ძირითადი საკითხები, რომელიც მმართველი გუნდის შიგნით კონსენსუსის საგანი გახდა. რაც შეეხება პროპორციის ცვლილებას, აქ დიდ პერსპექტივას მარტივი მიზეზის გამო არ ვხედავ. როცა უმრავლესობის შიგნით კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციების გამართვა დაგვჭირდა, კონსენსუსის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ის, რომ შემდეგი არჩევნებისთვის 73 ოლქში მაჟორიტარ წესით ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით რაიმე ცვლილების განხორციელების პერსპექტივა ძალზედ მცირეა", - განაცხადა კობახიძემ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics