14:39 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 18:41:19, 2232 ნახვა

საზოგადოება
„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა. ტურნირში ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ალფა" ასეულის, II მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ბრავო“ ასეულის, III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ჩარლი" ასეულის, დაზვერვისა და ეროვნული გვარდიის ოცეულების, ასევე ბატალიონის შტაბის საფეხბურთო გუნდები მონაწილებდნენ. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემის წესით მიმდინარეობდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს II ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასულისა და ეროვნული გვარდიის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც „ბრავო" ასეულის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა და შესაბამისად, პირველი ადგილი და საპატიო თასი მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ გადასცა.

ტურნირზე დაწესებული ფასიანი საჩუქრები საუკეთესო ფეხბურთელისთვის I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის „ალფა" ასეულის ფეხბურთელს, სერჟანტ ვლადიმერ ნაჭყებიას, ხოლო ბომბარდირისთვის 6 გატანილი გოლით - II ქვეითი ბრიგადის „ბრავო" ასეულის გუნდის წევრს, პირველი კლასის რიგითს მინდია კოპალეიშვილს გადაეცათ. 

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics