|
2017-07-08 15:34:44, 2699 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი და მტკიცე მხარდაჭერა დასავლური სამყაროს მხრიდან
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თვალს ადევნებს და სრულად არის ინფორმირებული იმ პროცესებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მინსკში განაცხადა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 26-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ერთ-ერთ კომიტეტში მომხსენებლად დანიშნეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც საქართველოს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე დემოკრატიული რეფორმების და იმ მიღწევების გაზიარება მოვახდინოთ ჩვენი კოლეგებისთვის და პარტნიორებისთვის, რომლებიც რეალურად სახეზე გვაქვს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი და მტკიცე მხარდაჭერა დასავლური სამყაროს მხრიდან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთ დელეგაციასთან გვქონდა შეხვედრები. გავაცანით რეფორმები, მიღწევები, გამოწვევები, რომლებიც დღეს აქვს საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა ერთ-ერთ კომიტეტში მომხსენებლად დანიშნეს, ერთი წლის ვადით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ვიმუშავეთ რამდენიმე რეზოლუციაზე, სადაც დამატებითი აქცენტები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, რაც ნიშნავს, იმას რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თვალს ადევნებს და სრულად არის ინფორმირებული იმ პროცესებზე, რომლებიც საქართველოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 26 ყოველწლიური სესია საკომიტეტო და პლენარული სხდომებით გრძელდება. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს, სესიის ფარგლებში ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს. ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის პარალელურად სხვადსხვა დელეგაციის წევრებთან არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა, რომელზეც საქართველოს მხარდამჭერი მესიჯები იქნა გაცხადებული.
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)