11:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 10:44:39, 2051 ნახვა

საზოგადოება
მაშველები, რომლებმაც ჩხოროწყუში ორი ადამიანი გადაარჩინეს, სახელმწიფო ჯილდოზე იქნებიან წარდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩხოროწყუში განხორციელებულ სამაშველო ოპერაციას გამოეხმაურა. პრემიერი სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ოთხ პირს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენს:

 "პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო გუშინ სამეგრელოში მომხდარ შემთხვევას, მართლაც გმირულ საქციელს, რომელიც ჩაიდინეს მფრინავებმა. ჩვენი ორი მოქალაქე გადაარჩინეს ჩხოროწყუში, ადიდებულ მდინარეზე დასვეს ვერტმფრენი. ეს კადრები ყველამ ვიხილეთ და მართლაც სიამაყის გრძნობა გეუფლება, როდესაც ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციოების მართვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა ორი სიცოცხლის გადარჩენა. მინდა წარვუდგინოთ პრეზიდენტს ეს ადამიანები სახელმწიფო ჯილდოზე , მგონი ყველა დამეთანხმებით. მინდა გვარები მოგახსენოთ: ეს არის ეკიპაჟის მეთაური ბესიკ გაბიანი, ეკიპაჟის წევრები ბესის ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი, დიმიტრი ქააძე. ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ამას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, ორი მოქალაქე მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას  შეშას აგროვებდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო,  რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურში დარეკეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics