|
2017-07-04 10:49:07, 2287 ნახვა
საზოგადოება
დატყვევებული ოსორაულის ძმა მიმართვას ავრცელებს - „ვაჩვენოთ ყველას, რომ თითოეული ჯარისკაცის, სიცოცხლე მნიშვნელოვანია“
კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვაში ოსორაულმა მდუმარე აქცია დააანონსა, რომელიც 7 ივლისს 19:00 საათზე, გმირთა მოედანზე გაიმართება. „ჩემი ძმა კონგოში დღემდე ტყვეობაში იმყოფება. მინდა ყველას თხოვნით მოგმართოდ, ყველანაირი ტელეეთერების გარეშე, ყველანაირი პოლიტიკის გარეშე. მინდა მივმართო ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს ვეტერნებს, რომლებიც 90-იანებში იბრძოდნენ, მინდა მივმარტო ჩვენს პოლიციელებს, ყველას ვისაც ფორმა აცვია, მინდა მივმართო იმათ ოჯახის წევრებს, ვისი ახლობელი და ნათესავი საქართველოს ჯარისკაცად დაიღუპა, მივმართავ მთავრობის წევრებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას. ყველას გვაერთიანებს საქართველო, რომელსაც ჯარისკაცი იცავს. ამიტომ, გთხოვთ, 7 ივლისს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე სანთლებით ხელში და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. ვაჩვენოთ ყველას, რომ თითოეული ჯარისკაცის, თვითოეული მოქალაქის სიცოცხლე მნიშვნელოვანია სამშობლოსთვის“,- განაცხადა გიორგი ოსორაულმა. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო. მფრინავის კვალს ამ დრომდე ვერ აგნებენ. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება - ერთ-ერთი ვერსიით მფრინავი უკვე გარდაცვლილია, მეორე ვერსიით კი, ის კვლავ ტყვეობაში იმყოფება. ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც სოსო ოსორაული ოჯახს მიმართავს, ძველ ჩანაწერად ცხადდება. ცნობისთვის, 24 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავი შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)