23:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 10:04:42, 2411 ნახვა

სამართალი
ქუთაისში ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე სცემეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩივაძე საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა, როდესაც მას ავტომობილით უცნობი მამაკაცი აედევნა. შუქნიშანთან თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა წუხელ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. 

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა ჯერ მანქანაზე შუშა ჩამილეწა, შემდეგ კი ფიზიკურად გამისწორდა. მაგინებდა და მუცელში მირტყამდა. ნიღაბი არ ეკეთა, მაგრამ ვერ ვიცანი", -განაცხადა „მოამბესთან“ საუბრისას ჟურნალისტმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics