04:43 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 13:41:26, 2336 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატის ინფორმაციით, ლილი გელაშვილმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ ირაკლი მამალაძეს ურჩია, პროკურატურისთვის მიემართა

ადვოკატ ეკა ლომიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმემ ლილი გელაშვილმა საკუთარ ჩვენებაში აღნიშნა, რომ მან ურჩია ირაკლი მამალაძეს პროკურატურისთვის მიემართა.

აქედან გამომდინარე, ადვოკატის შეფასებით, მისი ჩვენება სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ სასამართლო გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დაარწმუნოს.

„იკითხება ლილი გელაშვილი, ერთ-ერთი მთავარი მოწმე. დაკითხვა ჯვარედინ რეჟიმში მიმდინარეობს. დაცვის მხარე ახორციელებს დაკითხვას. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა, რადგან როგორც ტელევიზიით გახდა ცნობილი, ლილი გელაშვილი და ირმა ჭკადუა ის მოწმეები არიან, რომლებმაც ურჩიეს ირაკლი მამალაძეს პროკურატურისთვის მიემართა. აქედან გამომდინარე, მისი ჩვენება უმნიშვნელოვანესი იქნება.  დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი ჩვენებიდან გამომდინარე, დაარწმუნოს სასამართლო, რომ გიორგი მამალაძე უდანაშაულოა“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ, რომელიც გიორგი მამალაძეს ადვოკატირებას უწევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics