|
2017-06-28 16:20:17, 2622 ნახვა
საზოგადოება
კამპანიის „განიკურნე!“ ფარგლებში, იუსტიციის სახლის ვიზიტორებს C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი უტარდებათ
კამპანიის "განიკურნე!" ფარგლებში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს საშუალება აქვთ დღეს, C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაიტარონ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა 2 ჯგუფი კვლევებს სწრაფი-მარტივი ტესტების საშუალებით, მთელი დღის განმავლობაში გააკეთებს, მიღებულ ინფორმაციას კი, ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში განათავსებს. პროცესის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და იუსტიციის სახლის დირექტორი გივი აზაურაშვილი დაესწრნენ. როგორც ნინო ბერძულმა აღნიშნა, C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 30 ათასმა ადამიანმა შეძლო მკურნალობა, მათგან 98% C ჰეპატიტის ვირუსისგან გათავისუფლდა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მოგეხსენებათ საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის უპრეცენდენტო ელიმინაციის პროგრამა - საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ძალიან ძვირადღირებულ, თანამედროვე მედიკამენტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ მოხდეს უფრო მეტად ინფორმაციის მიტანა მოსახლეობამდე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის დროული გამოვლენა. C ჰეპატიტის ვირუსს ასევე "ალერსიან ვირუსს" ეძახიან, ვინაიდან მას არ გააჩნია დაწყებით სტადიაზე არანაირი სიმპტომი. შესაბამისად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სკრინინგის ჩატარება, რომელიც სრულიად უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეს აღნიშნული სკრინინგი დილიდან იუსტიციის სახლში მიმდინარეობს და რამდენიმე საათში უკვე 100-მდე ადამიანმა გაიარა ტესტირება. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას მაქსიმალურად გამოიყენოს ეს უპრეცენდენტო პროგრამა, ჩაიტაროს დროულად ტესტირება. ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად ჩაერთოს მკურნალობაში და მიიღოს ეს მნიშვნელოვანი ბენეფიტი, რასაც სახელმწიფო სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს", - აღნიშნა ნინო ბერძულმა. იუსტიციის სახლის დირექტორმა მოსახლეობას მოუწოდა, დღეს იუსტიციის სახლში ვიზიტისას, უფასო სკრინინგ ტესტი ჩაიტარონ. "დღეს იუსტიციის სახლის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამაში, აბსოლუტურად უფასოდ. როგორც იცით, დღის განმავლობაში იუსტიციის სახლში საშუალოდ 10 ათასამდე მოქალაქე მოდის. ჯანდაცვის სამინიტროსთან ერთად, ვატარებთ კამპანიას "განიკურნე". იუსტიციის სახლი თავიდანვე იყო ჩართული ამ პროგრამის მხარდაჭერაში, სხვადასხვა აქციებით. მოვუწოდებთ ყველას, რომ დღეს იუსტიციის სახლში მობრძანდნენ და აბსოლუტურად უფასოდ გაიარონ სწრაფი მარტივი ტესტი C ჰეპატიტის ვირუსზე, რომელზეც პასუხს 10 წუთში მიიღებენ. ასევე იუსტიციის სახლის თანამშრომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ პროგრამით", - განაცხადა გივი აზაურაშვილმა. იუსტიციის სახლში გამართულ სკრინინგის აქციაში ათეულობით ადამიანი უკვე ჩაერთო. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინიცირებული კამპანია - "განიკურნე!" მიზნად C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას ისახავს. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ადმიანმა დროულად ჩაიტაროს სკრინინგი, გაიგოს, აქვს თუ არა ვირსი, სახელმწიფო კი, ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვით უზრუნველყოფს. უფასო საყოველთაო სკრინინგის აქციაში ჩართვით, ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციას ორგანიზმში ვირუსის არსებობის შესახებ ტესტის გაკეთებიდან 15 წუთში იღებს. სკრინინგული კვლევები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და C ჰეპატიტის მართვის ცენტრებში მიმდინარეობს. ამ დრომდე C ჰეპატიტის ელემინაციის სახელმწიფო პროგრამაში 41 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 30 ათასზე მეტმა კი, მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 39%-ს შეადგენს.
(NS)
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)