სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამინისტროს მიერ 2017 წლის ექვს თვეში შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.

" />
03:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 17:55:07, 2009 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ანგარიში წარადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში სამინისტროს მიერ 2017 წლის ექვს თვეში შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით,  ისეთი გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

სტრატეგიული ხედვის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს დარგის ეფექტიანი და სწრაფი განვითარებისთვის.

ანგარიშის წარდგენის დასასრულს კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომის მონაწილეების მიერ დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ხელმძღვანელობდა.

ვრცლად იხილეთ : http://www.moa.gov.ge/Ge/News/1329

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics