19:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 17:33:44, 2341 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სენაკში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული ზ. შ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ერთ-ერთი ელექტროტექნიკის მაღაზია დააყაჩაღა.

„ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო საპატრულო ეკიპაჟი. პატრულ-ინსპექტორებმა ირაკლი მარღანიამ და ვეფხვია სიჭინავამ მყისიერად მოახდინეს რეაგირება, განახორციელეს გაქცეული ზ.შ.-ს დევნა და იგი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ,,ა-კა-ემ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარა და დანა ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 179-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics