17:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 15:19:08, 803 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ვიზიტის მიზანს საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობა წარმოადგენს.

დღეს, ბრიტანელ ექსპერტებს თავდაცვის მინისტრების მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლეს, სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნეს.

სამინისტროს ცნობით, ლელა ჩიქოვანმა სტუმრებს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით (SDR) განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ტოტალური თავდაცვის მიდგომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან; დაგეგმილია ვიზიტი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაშიც (DIB).

ბრიტანელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და კონფლიქტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ფონდის ორგანიზებით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics