|
2017-06-26 14:56:23, 2269 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: თავად გიორგი მამალაძემ ამოიღო ბარგიდან ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროკურატურაში, დალუქული ბარგის გახსნისას, თავად ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ ამოიღო ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურში მას დამალული ჰქონდა საწამლავი, რათა აეროპორტის კონტროლის გვერდის ავლით "გაერა ამ ნივთიერებას". თუმცა ეს ნივთიერება, პროკურორისვე მტკიცებით, დეზადორის თავსახურიდან გადმოვარდა. ჯარჯი წიკლაური ირწმუნება რომ, აღნიშნული ფაქტი მოხდა პროკურატურაში ბრალდებულის ადვოკატისა და აეროპორტის თანამშრომლის თანდასწრებით. "უსაფრთხოების 2 წარმომადგენელი დაიკითხა, რომელთა უშუალო კონტროლის ქვეშ არის საბარგო განყოფილება. სწორედ ამ საბარგო განყოფილებიდან, მას შემდეგ რაც გიორგი მამალაძემ გაიარა რეგისტრაცია და ჩააბარა მისი ბარგი, სწორედ ამ ჩაბარებიდან უმოკლეს პერიოდში, ამ თანამშრომლების თვალწინ ამოღებული იქნა ბარგი. დეტალურად შემოწმდა, ბარგზე არავითარი დაზიანება არ ყოფილა, ეს დადასტურდა. მათ თვალწინ დაილუქა ბარგი, გაკეთდა ხელმოწერები და ამ თანამშრომლებისვე თანდასწრებით გაიხსნა შემდეგ პროკურატურაში. არავითარი მანიპულაცია ბარგზე არ მომხდარა", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა და დასძინა, რომ სწორედ ეს დაადასტურა დღევანდელი ჩვენებით მოწმემ. "დაადასტურა მოწმემ, რომ ბარგში შემდეგ აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი. თავად ბრალდებულმა ამოიღო ის დეზადორი, რომლის თავსახურში ფარულად, მას დამალული ჰქონდა ეს საწამლავი. რამეთუ აეროპორტის კონტროლის გვერდის ავლით გაეარა ამ ნივთიერებას. თუმცა საბედნიეროდ ეს ნივთიერება გადმოვარდა თავსახურიდან და ამოღებული იქნა შემდეგ გამომძიებლის მიერ. ეს მოხდა ბრალდებულის ადვოკატის და აეროპორტის თანამშრომლის თანდასწრებით. ბარგის დალუქვა მოხდა აეროპორტში და მხოლოდ მას შემდეგ რაც შემოწმდა, რომ ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული, იმავე აეროპორტის თანამშრომლის თანდასწრებით, ვის თვალწინაც დაილუქა, გაიხსნა", - განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი თავიდან ბოლომდე დასურათებულია. ჯარჯი წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ფოტოები გასაჯაროვდეს. "დალუქული ბარგის შემოწმების და გახსნის პროცესი თავიდან ბოლომდე იყო დასურათებული, რა საჭირო იყო ვიდეო მასალა. ვერავითარი ეჭვი ამ პროცესში ვერ შეიტანება", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. ცნობისთვის, სასამართლოში უკვე დაიკითხა აეროპორტის დაცვის 2 თანამშრომელი, რომლებსაც როგორც პროკურორი ამბობს, უშუალო შემხებლობა აქვთ ბრალდებულის ბარგის დალუქვის პროცესთან. საერთო ჯამში პროკურატურამ საქმეზე 120-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავს.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)