|
2017-06-22 20:41:31, 2384 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
კვირიკაშვილი: ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, რათა დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, იმისათვის, რომ დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის აღნიშნულ ქმედებებს არგუმენტს მოკლებული და უსამართლო უწოდა. „მინდა მივმართო საზოგადოებას და ვთხოვო მათ, რომ კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ თუ რამხელა მუშაობის შედეგია ყველაფერი ეს და კარგად შეხედონ იმ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დაბალანსების კუთხით და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით. მინდა ცალსაცხად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლიებები არის უდიდესი გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის თქმით, 2024 წელს ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადავა. "ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, რამხელა ბრძოლა დაჭირდა ქვეყანას, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება. მე როგორც ამ საზოგადოების ერთი წევრი, არაერთხელ ვმონაწილებოდი საერთო სახალხო პროტესტებში, რათა მიღწეულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, რადგან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ვერ ხერხდება, მაგრამ პოლიტიკა არის თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა, ამიტომ ამ კომპრომისთი არა 2020-ში, არამედ 2024-ში ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას, ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)