17:35 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 15:39:48, 2523 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი მის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო. 

ქარჩავას თქმით, დეკანოზის 10 დღის წინ, სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეეხებოდა მის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დეკანოზმა შესაძლოა, 50 მილიონი ევრო გაათეთრა. 

"ამის გამო, პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიჩივლეს, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და საინტერესოა რატომ", - აღნიშნა ქარჩავამ. 

საპატრიარქოს ადვოკატის განცხადებით, 50 მილიონის გათეთრებასთან დაკავშირებით, განცხადება რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. 

ქარჩავამ დაადასტურა, რომ ეს განცხადება საპატრიარქოს ნებართვის გარეშე გააკეთა.

"თამაშის იმ ბინძური წესების გამო, რომელსაც ეწევიან დეკანოზის უკან მდგომი ადამიანები და ე.წ.ციანიდის საქმის ორგანიზატორები", - განაცხადა ქარჩავამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics