|
2017-06-21 18:53:44, 2227 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პოლიტიკური პარტიების მხრიდან შეცდომები იყო დაშვებული, რამაც ფართო კონსესუსის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არის კმაყოფილი კონსესუსის იმ ხარისხით, რომელიც კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრშია ჩამოყალიბებული. როგორც კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც სწორედ კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მსჯელობენ, კონსესუსის მიღწევა არ იყო დამოკიდებული მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაზე. კერძოდ, კობახიძის განმარტებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ამ პროცესში სხვადასხვა სახის შეცდომები დაუშვეს: „რაც შეეხება კონსესუს და მის კავშირს კონსტიტუციის სტაბილურ ფუნქციონირებასთან, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი კონსესუსის იმ ხარისხით, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში და მათ შორის საპარლამენტო სპექტრში. ძალიან ცუდია, რომ ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა პარლამენტში პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ იყო დამოკიდებული მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაზე, იყო სხვადასხვა სახის შეცდომები დაშვებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რამაც ხელი შეუშალა უფრო ფართო კონსესუსის ჩამოყალიბებას. მათ შორის, შეგახსენებთ, კომისიის მუშაობის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, მაშინ, როდესაც ერთადერთი სხდომა იყო დარჩენილი, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა კომისია. აბსოლუტურად გაუგებარი იყო მიზეზი. ერთადერთი საკვანძო საკითხი, რასთან დაკავშირებითაც იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო საარჩევნო სისტემა. ამ დროს, დოკუმენტი იყო წარმოდგენილი რეალურად ისეთი სახით, რომ ის იძლეოდა სრული კონსესუსის მიღწევის საშუალებას, თუმცა ასეთ პირობებში ჩემთვის აბსოლუტურად აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ დატოვეს კომისია, რაც იყო პრინციპული შეცდომა. ასეთ პირობებში უმრავლესობის შიგნითაც რთულდება პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით კონსესუსის ჩამოყალიბება. გუშინ ვუსმენდი, „ რუსთავი2“-ში მქონდა გამოსვლა და ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გამოდიოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მოხელე, ასევე 5 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, და ამ გამოსვლების დროს (ბატონ ოთარ კახიძეს არ ეხება, სიმართლე უნდა ვთქვა, მიუხედავად მწვავე ოპონირებისა, მისი პოზიცია და ჩართულობა იყო იმ ჩარჩოებში მოქცეული, რაც უნდა იყოს დამახასიათებელი პოლიტიკური ეთიკისთვის), თუმცა მთლიანიბაში ამ დებატების, თუ დისკუსიის დროს, რამდენიმე ათეული მარტო ტყუილი დავთვალე. საუბარია იმ ადამიანებზე, ბატონო ოთარ, რომლებიც თქვენს გვერდით ისხდნენ და საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეზე, რომელიც საუბრობდა პრეზიდენტის სახელით. ასეთ პირობებში ძალიან რთულია კონსესუსის მიღწევა კონსტიტუციის გარშემო.“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)