23:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 11:58:51, 1875 ნახვა

საზოგადოება
ვაზის პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ღვინის ეროვნულ სააგენტოში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  სხვადასხვა რეგიონის 12 თეთრი ღვინის ნიმუში, გემოვნური თვისებებით, ქიმიური მახასიათებლებითა და მოსავლიანობის პარამეტრებით შეაფასეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი დეგუსტაციები ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციას და  სამრეწველო ბაზარზე დაბრუნებას უწყობს ხელს. 

დეგუსტაციის დროს რამდენიმე პერსპექტიული ჯიში გამოვლინდა, ესენია: კუნძა და კაპისტონი (იმერეთი), მესხური მწვანე (მესხეთი), რაჭული მცვივანი (რაჭა), კახური მცვივანი (კახეთი).

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიება-აღდგენის პარალელურად, პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და კვლევას ახორციელებს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics