|
2017-06-19 20:33:28, 1929 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: თუ საქართველოში ასეთი მმართველობის სისტემისთვის შესაბამისი პირობები იქნება, ამაზე ფიქრი შესაძლებელია
„კონსტიტუციურ მონარქიას სერიოზული პლიუსები აქვს. შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდისთვის პატრიარქის თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, თავისი სერიოზული უპირატესობები აქვს. „ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას, მის თითოეულ მოწოდებას. ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ჩვენსა და პატრიარქს შორის. პატრიარქის თითოეული სიტყვის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ჩვენ თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, აქვს თავისი სერიოზული უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში და ზოგადად, პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა ვიფიქროთ ზოგადად ამაზე. თუ იქნება საქართველოში შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება, ფართოდ საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება იქნას გადაწყვეტილება მიღებული ასეთი მმართველობის ფორმის შემოღების თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)