20:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 15:57:00, 1807 ნახვა

საზოგადოება
იოჰანეს ჰანი: ილჰამ ალიევთან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიავს შეხვდა, - შეხვედრის ამსახველ ფოტოს ევროკომისარი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

როგორც ჯანი წერს, ილჰამ ალიევთან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა. მისივე თქმით, ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადებას ეძღვნებოდა.

აზერბაიჯანული მედია საშუალებების ინფორმაციით, რომ პრეზიდენტისა და ევროკომისრის მოლაპარაკებების თემა ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირსა და ოფიციალურ ბაქოს შორის თანამშრომლობა იყო. 

მედიის ინფორმაციით, დიალოგის დროს იოჰანეს ჰანმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების მნიშვნელობას.

ამასთან, უცნობია ისაუბრეს თუ არა ევროკომისარმა და ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საკითხზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics