|
2017-06-14 15:25:02, 2190 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახიძე: პროკურატურის მოქმედება და თანამდებობის პირების განცხადებები, ბერა ივანიშვილის სტატუსებზეა დამოკიდებული
„ ცვლილებით, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გვთავაზობს, რეალურად არ იდგმება ნაბიჯები ლიბერალიზაციისკენ, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს აღსრულება, რომელიც ეხება მხოლოდ მარიხუანას“, - ამის შესახებ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ''ევროპული საქართველოს'' წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, კახიძე კონკრეტულად Birja Mafia-ს წევრების საქმესაც გამოეხმაურა და ბერა ივანიშვილის „ფეისბუქ“ სტატუსის კონტექსტში, არაფორმალურ მმართველობას გაუსვა ხაზი. „რაც შეეხება რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას, ნარკოპოლიტიკის ცვლილებას, ეს წარმოდგენილ პაკეტში ასახული არ არის. ''ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ მთავარი, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ, თვითნებობის შეზღუდვაა, ვინაიდან პრობლემა, რომელიც ჩვენ დავინახეთ რეპერების საქმეზე, ეს არის მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია, ეს არის ცენზურა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამ მიმართულებით არის გადასადგმელი ნაბიჯები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნათლად წარმოჩნდა, ეს არის არაფორმალური მმართველობა, როდესაც პროკურატურის მოქმედება, უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები დამოკიდებულია არაფორმალური მმართველის შვილის ბერა ივანიშვილის ''ფეისბუქ '' სტატუსებზე. ეს არის აქ ფუნდამენტური საკითხი“,-განაცხადა ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა, ხოლო ამ უკანასკნელმა ისინი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლო პროცესამდე, რეპერების მხარდამჭერი სტატუსი გამოქვეყნა „ფეისბუქზე“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა. „ბირჟა მაფიას“ წევრებისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას სასამართლოზე პროკურატურაც დაეთანხმა. უფრო მეტიც, პროცესის შემდეგ, პროკურორმა თქვა, რომ ბრალდების საქმეში არსებული მტკიცებულებები ნაწილობრივ ეჭვქვეშ დადგა. მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრმა გიორგი ქებურიამ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების ფიზიკურად ჯიბეში ჩადება არ მომხდარა, არამედ აღნიშნული საბუთებში გააფორმეს. მან ასე თქვა, რომ ბერა ივანიშვილთან შეხება ჰქონია.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)