15:49 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 14:42:51, 2389 ნახვა

სამართალი საზოგადოება
Birja Mafia-ს კლიპში, პოლიციელის როლის შემსრულებელი პროკურატურაში დაიბარეს

ჯგუფ Birja Mafia-ს კლიპში, პოლიციელის როლის შემსრულებელი გიორგი გაგუა თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

გაგუას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

საგამოძიებო უწყებაში პოლიციელის როლის შემსრულებელი მშობლებთან ერთად მივიდა. 

გიორგი გაგუას დაკითხვა სავარაუდოდ მის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს უკავშირდება, სადაც მან აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო Birja Mafia-ს კლიპის შინაარსი და მასში მონაწილეობით "დიდი შეცდომა დაუშვა". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაგუას გარდა, პროკურატურაში რეპერი გიორგი პავლიაშვილი იგივე "მასტერი" იმყოფება. რეპერი დაკითხვაზე დაბარებას სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმოწერას უკავშირებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics