17:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 12:46:43, 732 ნახვა

სამხედრო
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს კიდევ ერთი ქართული ასეული შეუერთდება

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ფარგლებში ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2) დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქართული ასეულის მიერ ეროვნული თვითშეფასების II დონის წარმატებით გადალახვის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა. 

აღნიშნულ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

ქართული ქვედანაყოფის მომზადების დონე დასკვნითი საჩვენებელი სწავლებით შეფასდა. შეფასების მონიტორინგს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და ნატოს სხვადასხვა შტაბის ოფიცრები აკვირდებოდნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ვერტმფრენით ევაკუაციაც.

შემდეგ ეტაპზე I ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული ნატოს შეფასების II დონეს გაივლის (NEL-2). ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შემთხვევაში კი, ქართული დანაყოფი ნატოსთან სრულად თავსებადი გახდება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულებით იქნება გამოყენებული. I ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული მეორე ქართული დანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics