23:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 12:45:23, 2109 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა ქართველ სპორტსმენებზე: ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით,  სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართული ნიუ-იორკში დაპატიმრებული ქართველების საქმეში.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ქართველ სპორტსმენებს ადვოკატის ყოლისა და თავის დაცვის ყველანაირი საშუალება აქვთ. 

„ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს მოქალაქეებს ყველა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ესენი არიან ძალიან კარგი სპორტსმენები, რომ მათ ჰყავდეთ ადვოკატი და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. მეორე მხრივ, ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს და მთავარია, რომ ეს სიტუაცია გაირკვეს. ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის დააკავებდნენ და თუ გაუგებრობაა მომხდარი აუცილებლად გაირკვევა უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს აშშ-ში ორი ქართველი სპორტსმენი, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს. ხურციძეს ფედერალურმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად რეკეტი, თაღლითობა და რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics