|
2017-06-09 18:01:05, 2373 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოში ჯანდაცვის სექტორის განვითარება“ - „პაშა ბანკმა“ MEETING ROOM-ის ფარგლებში, მესამე კონფერენცია გამართა
„პაშა ბანკმა“ სასტუმრო „რედისონში“ პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში რიგით მესამე ბიზნეს კონფერენცია „ჯანდაცვის სექტორის განვითარება საქართველოში“ გამართა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „პაშა ბანკის“ კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ აღნიშნა, კონფერენციის თემა ჯანდაცვის დაფინანსებასა და ჰოსპიტალურ სექტორს შეეხო. „ეს მესამე კონფერენციაა. პირველი ენერგიისა და სასტუმროების დაფინანსებას ეხებოდა. ამჯერად, კონფერენციის თემა ჯანდაცვის დაფინანსება იყო. ჩვენ ასევე ჰოსპიტალური სექტორი მიმოვიხილეთ. ეს სექტორი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. ვთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს - კომერციულ საბანკო მომსახურებას, საერთო საბანკო მომსახურებას, სესხები, სავაჭრო დაფინანსება, ობლიგაციების ემისია და სხვა. საკმაოდ მცირე წილი უჭირავს ამ დროისთვის ჯანდაცვის სექტორს ჩვენს ბიუჯეტში, 5%-ზე ნაკლები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ცოტა ხანია რაც ბაზარზე ვართ. გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ კრიტიკული მასა ავწიოთ ნებისმიერ სექტორში“,-განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ პოტენციურ კლიენტებს ჯანდაცვის სექტორში დაფინანსების კუთხით საკუთარ შესაძლებლობებს შესთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული და ამ სფეროთი დაინტერესებული მხარეების შეკრებას ისახავდა მიზნად. კონფერენციაზე სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები განიხილეს: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვა, კაპიტალი, როგორც აუციელებლი პირობა აღნიშნული სექტორის განსავითარებლად, ჯანდაცვის სექტორის მიმდინარე სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო ხედვა, ეფექტური ჰოსპიტალური პროცესების დანერგვა განვითარებად და დინამიურ ჯანდაცვის სისტემაში, კერძო სადაზღვევო სისტემის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ჯანდაცვის წარმატებული პროექტები რეგიონში, ჯანდაცვის სექტორში პროექტების დაფინანსება და სხვა. შეგახსენებთ, MEETING ROOM „პაშა ბანკის“ მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა სექტორზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების სერია, რომელიც ახალ პლატფორმას ქმნის აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის იდეების და სასარგებლო გამოცდილების გასაზიარებლად.
(R)
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)