|
2017-06-08 16:50:38, 2121 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი: ავთანდილ ხურციძეს ვუკავშირდები, არ პასუხობს, შეიძლება პატარა გაუგებრობა იყოს
საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტის დავით წიკლაურის განცხადებით, მოკრივე ავთანდილ ხურციძესთან, რომელიც ამერიკაში გუშინ გაემგზავრა დაკავშირება ვერ ხერხდება. ამასთან წიკლაურია, ამერიკაში ქართველი სპორტსმენების სავარაუდო დაკავების ფაქტს ვერ ადასტურებს, თუმცა ვერც უარყოფს. "რაღაც ინფორმაციები ჟონავს ჩვენ საერთო სამეგობროდან. ავთანდილს ვუკავშირდები, თუმცა არ პასუხობს. შეიძლება პატარა გაუგებრობა იყოს. ვესაუბრე ასევე პროფესიული კრივის ფედერაციის ხელმძღვანელს გიორგი კანდელაკს, მათაც არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. თუნდაც იყვნენ დაკავებული ვიმედოვნებ, რომ ეს გაუგებრობაა. უბრალოდ ვფიქრობ იყო გულშემატკივრების შეკრება და ამ გაუგებრობაში მოყვნენ. ვიმედოვნებ, ყველაფერი გაირკვევა. ხურციძე უკვე 3 წელია ამერიკაშია, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა მსოფლიო ჩემპიონობის დაცვისთვის, ამიტომ იყო იქ. მაყაშვილის შესახებ არ ვიცი. ვინმეს კავშირი ჰქონდა თუ არა კრიმინალთან, ბიზნესმენთან არ ვიცი. არამგონია, მათ კავშირი და მეგობრული ურთიერთობა კრიმინალებთან ჰქონდეთ. ამასთან, თუ დააკავეს კრიმინალზე, ეს ცუდია, ყველა გაემიჯნება და სპორტსმენს აქვს თავისი ადგილი, სპორტსმენი უნდა იყოს სპორტში", - განაცხადა დავით წიკლაურმა. ცნობისთვის, ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)