|
2015-01-14 12:56:37, 1085 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა კამპანია „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ წამოიწყო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალი კამპანია სახელწოდებით - „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ წამოიწყო. ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კამპანიის ფარგლებში, ადამიანმა, რომელიც გამოწვევას მიიღებს, უნდა დაასახელოს სამი ძირითადი გზავნილი, თუ როგორ წარმოუდგენიათ C ჰეპატიტის დამარცხება. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნულ კამპანიაში მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური გმაოიწვია. სერგეენკომ პრესკონფერენციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს კამპანიაზე მუშაობა დაავალა. „პროექტის განხორციელება სულ მალე დაიწყება და მიზანი იქნება ხარისხიანი და მიწვდომადი იყოს C ჰეპატიტიტს მკურნალობა და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ახალი დაავადების შემთხვევები. არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო „უპრეცედენტო“, მაგრამ გეტყვით, რომ მსოფლიოში მსგავსი პროექტი არავის განუხორციელებია. ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის ამ წლის შესასრულებელი ერთ-ერთი ძირითადი გეგმა იქნება, რომ C ჰეპატიტის შემთხვევები მინიმუმამდე დავიდეს“, - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებების, ტატუს და კოსმეტიკური სალონების კონტროლი განხორციელდება, რაც გულისხმობს, რომ შემოწმება მოხდება ყველა იმ ადგილის, სადაც ჰიგიენური ნორმები უნდა იყოს დაცული და საიდანაც, ძირითადად, C ჰეპატიტი ვრცელდება. „მთავრობის ვალდებულება გახდება, რომ დაიწყოს აქტიური მუშაობა ყველა სამედიცინო დაწესებულების, ტატუს და კოსმეტიკური სალონების კონტროლზე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დაავადების გავრცელების შემთხვევები. თუ არ იქნება პრევენცია, არ იქნება პროექტიც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)