|
2017-06-02 19:02:46, 1747 ნახვა
საზოგადოება
ხულოს სოფლებში ნაგვის ურნები განთავსდება
დღეს ხულოს ცენტრში დასუფთავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თვამჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის წევრებთან და ხულოს მაჟორიტარ-დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად დაესწრო. დღეიდან მუნიციპალიტეტის 40 სოფლში 90 ნაგვის ურნა განთავსდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა სპეციალური ტექნიკით განხორციელდება. პროგრამის მეშვეობით აჭარის მაღალმთიანეთში ხელოვნური ნაგავსაყრელების არსებობის პრობლემა მოიხსნება. მსგავსი პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტში უკვე აქტიურად მუშაობს. ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლებიდან მყარი ნარჩენების გასატანად ორი მაღალი გამავლობის სპეციალური ავტომობილი იმუშავებს. მათ შეძენაზე ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 ათასი, ხოლო ნაგვის ურნებისთვის 65 ათასი ლარი გაიხარჯა. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან ნარჩენებს ბათუმის ნაგავსაყრელზე კვირაში სამჯერ გაიტანენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)