|
2017-06-02 18:20:12, 2138 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე იაკობი მედიას: ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას - რაც თქვენი საქმე არ არის, ნუ ჩაერევით
„ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას- რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით, თორემ იცით სინამდვილეში რა ხდება“,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ბოდბეში, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. „ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს, რაც არ უნდა ტელევიზიებით გამოვიდეთ. ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ. ჭორიკნები არ ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით, სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა. მანვე მრევლს წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა და ყურადღება ერთმანეთისადმი სიყვარულსა და დაპირისპირების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა: „სამწუხაროდ, ერთმანეთს ისე არ ვექცევით, როგორც უნდა ვექცეოდეთ. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი გულები გაწმინდოს, გონება გაანათლოს. ამ საუკუნეში ტერიტორიების 20 პროცენტი მტერმა წაგვართვა. ვინც ჩვენ გვართმევს, ის მტერია, რადგან ღვთისმშობელმა რაც მოგვცა, არავითარი გამართლება არ აქვს მის წართმევას. იმას თავისი მოეკითხება, ჩვენ ჩვენი ცოდვების გამო მოგვეკითხება, მაგრამ იმ მტერს თავისი მოეკითხება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ღმერთი ჩვენსკენ იყოს.როგორღაც უნდა მოხდეს, რომ ეს დაპირისპირებულობა, რაც ერშია, და ხედავთ როგორი დაპირისპირებულობაა...ნაბიჯი უნდა გადავდგათ დიდი შერიგებისკენ, აღარ უნდა წამოვაძახოთ ერთმანეთს არაფერი იმიტომ, რომ ვისაც შეგნება ჰქონდა და შეეძლო, მან ბოდიში მოიხადა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)