06:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 14:31:22, 1846 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრნენ.

ცენტრის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა  აკადემიის ინსტრუქტორების დახმარებით სასწავლო კურსსა და პრაქტიკულ სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მათ საქმიანობას, მიიღეს ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სპეციფიკაზე, ჩაერთვნენ სიმულაციურ თამაშებსა და ვირტუალურ ტირში.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მსგავსი შეხვედრები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ჩატარდება და მათი მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებაა.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების საშუალებით დანაშაულის პრევენცია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics