|
2017-06-01 15:41:55, 2295 ნახვა
სამართალი კომენტარი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს. როგორც დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ის კატეგორიულად გამორიცხავს აზერბაიჯანის პროკურატურის ვერსიას იმის შესახებ, რომ მუხთარლი საზღვრის უკანონო კვეთისას დააკავეს. ლეილა მუსტაფაევა დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე თბილისი ცენტრიდან გაიტაცეს და ამ შემთხვევის შესახებ ქართულმა ძალოვანმა უწყებებმა იცოდნენ. ამასთან, მუსტაფაევა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. "საქმე აქ გატაცებაშია, რადგან მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ახლა 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აზერბაიჯანთან თანამშრომლობდნენ. ჩემი მეუღლე გატაცებულია და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სირცხვილია. თუ მან თავისით გადაკვეთა საზღვარი, ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადღაც გზაზე ხომ მაინც უნდა გამოჩენილიყო, თუ თავისით წავიდა. თბილისიდან ლაგოდეხში ხომ ვერ გადაფრინდებოდა“, - ამბობს ლეილა მუსტაფაევა. მისივე თქმით თვალთვალის შესახებ სამართალდამცავებს არ მიმართეს რადგან დახმარების იმედი არ ჰქონდათ. "ერთმა ჩვენმა თანამემამულემ, დულურ კაზიმოვამ მიმართა სამართალდამცველებს, რომ დასდევდნენ, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. დაშქინ აღალარლიმ მიმართა, შედეგი არც მაშინ არ ყოფილა. ჩვენც იგივე სიტუაციაში ვიქნებოდით. კარგი ჩვენ არ მივმართეთ მაგრამ სხვები? გამოიძიეს? არა!", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)