05:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 16:29:07, 2228 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების პოლიციამ პროფესიული დღე აღნიშნა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა. პოლიციის დღე იოსებ ბაღათურიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან და აღსრულების პოლიციელებთან ერთად აღნიშნა. ბიუროს ხელმძღვანელმა პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ამ დღის აღსანიშნავად სპეციალური ჯილდოები და მადლობის სიგელები გადასცა. 

იოსებ ბაღათურიამ აღსრულების ბიუროს 10 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდება მიანიჭა, ხოლო 8 პოლიციელს განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში 42 პოლიციელი მსახურობს. მათ შორის ორი ქალია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics