|
2017-05-31 11:05:30, 2114 ნახვა
სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავას განმარტებით, მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის „მოკვდინების“ მცდელობაში სულიერი მკვლელობა იგულისხმა
„მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება“,-ასე განმარტა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც მეუფე პეტრეს ეხებოდა. როგორც ქარჩავამ გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, მოკვდინებაში არა ფიზიკური, არამედ სულიერი განადგურება იგულისხმა. „მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება, მის მიმართ უმძიმესი, მომაკვდინებელი ბრალდებების წაყენება და ამ ბრალდებების ტირაჟირება. ეს არის ყველაზე უმძიმესი ბრალდება ანუ მეუფე პეტრე უკვე დიდი ხანია, გავიდა ეკლესიის ფარგლებიდან,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. ქარჩავას განცხადებით, მეუფე პეტრემ თავი ეკლესიის გარეთ დააყენა და ბევრჯერ არ დაემორჩილა საპატრიარქოს, რის გამოც, თავად აიღო პასუხისმგებლობა და ახლა ასაჯაროებს სხვადასხვა მტკიცებულებებს, სადაც მეუფე პეტრეს სურვილები იკვეთება. მან ასევე განმარტა, რომ თავისი ქმედებები საზოგადოების სრულად ინფორმირებისკენ არის მიმართული. „ჩემს ადგილას სასულიერო პირი, რასაც მე ვაკეთებ ამას სასულიერო პირი ვერ გააკეთებდა მეუფე პეტრეს წინააღმდეგ“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. თუმცა, მას არ დაკონკრეტებია, ზუსტად რას ელის საზოგადოების ინფორმირების შემდეგ თავად მოსახლეობიდან. ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი არა მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენის ქვეშ, არამედ მეუფე პეტრეს განცხადებებიდან გამომდინარე, თავად ეპისკოპოსის გავლენის ქვეშ ყოფილა.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)