03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 17:18:07, 1681 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს

ახალი პროფესიების შეძენის შანსი და დასაქმების შესაძლებლობები - სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში იმ პირების რეგისტრაცია დაიწყება, რომელთაც ახალი პროფესიის შეძენა, ან თავისივე პროფესიაში გადამზადება სურთ.

სახელმწიფო ვაუჩერულად დააფინანსებს მათ 2-4 თვიან სწავლებას პროფესიულ კოლეჯებში. სამუშაოს მაძიებლებს და არა მარტო მათ, შესაძლებლობა ექნებათ შრომის ბაზარზე მოთხოვნად 98 პროფესიაში გადამზადნენ.

რამდენად მზად არიან კერძო თუ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები პროგრამაში ჩასართავად - ამ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე სააგენტოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა.

მომზადება-გადამზადების პროგრამაში ჩართვის სურვილი 50-ზე მეტმა სასწავლებელმა გამოთქვა. პროგრამის ბიუჯეტი წელს 2 მლნ 14 ათასი ლარია და სააგენტო გეგმავს, წლის ბოლომდე მსურველების 2 ნაკადი დააკმაყოფილოს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics