03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 15:43:18, 1756 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: თბილისის მერია გარევაჭრობის წესის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის  მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც   დეპუტატი  სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისთვის წესებს შეიმუშავებს.

ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, ინიციატივით გამოსვლამდე, მოიძიოს მეტი ინფორმაცია და  შეწყვიტოს პოპულისტური განცხადებების გაკეთება.

ლექვინაძის თქმით,  თბილისის მერია უკვე  მუშაობს  აღნიშნულ საკითხზე და მერიის სამსახურები აქტიურად არიან ჩართულნი გარევაჭრობის წესის შემუშავებაში.

„ალეკო ელისაშვილს  მოვუწოდებ,  იყოს კორექტული განცხადებების გაკეთების დროს და მეტად  ინფორმირებული ინიციატივით გამოსვლისას, რადგან თბილისის მერიაში გარევაჭრობის წესი უკვე მუშავდება, რომელიც მოიცავს  ლოკაციებისა და კონსტრუქციების განსაზღვრას, ასევე იმ პროდუქციის ჩამონათვალის დადგენას, რომლითაც ნებადართული იქნება გარევაჭრობა“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, საკრებულოში ამ  წესის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics